საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში ვეძებთ პრეზენტაციებს, რომლებიც:
წარმოდგენილ მოხსენებებს შეფასების კომისია განიხილავს და შეარჩევს მათ შორის ისეთებს, რომლებიც ყველაზე მეტად პასუხობს შემდეგ კრიტერიუმებს:
მომხსენებლის განაცხადის შევსება:
დაინტერესებულმა პირმა, ვისაც კონფერენციაზე სესიის ჩატარების სურვილი აქვს ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიაროს მომხსენებლის სტატუსით
მომხსენებლის განაცხადის შეფასება:
გაითვალისწინეთ, მომხსენებლად დარეგისტრირება ავტომატურად არ განიჭებთ კონფერენციის მომხსენებლის სტატუსს. დარეგისტრირებულ განაცხადებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების კომისია განიხილავს და შეარჩევს მათ შორის ისეთს, რომლებიც ყველაზე მეტად პასუხობს კონფერენციის შინაარს და ფორმატს.
იმისათვის რომ თქვენი განაცხადი კონკურენტუნარიანი იყოს გთხოვთ, ყურადღებით დაგეგმეთ რამდენად პასუხობს თქვენი თემა კონფერენციის თემატურ მიმართულებებს, ვინ იქნება თქვენი სამიზნე აუდიტორია და რამდენად პასუხობთ მათ ინტერესებს, რამდენად დაგეხმარებათ სესიის შერჩეული ფორმატი დაგეგმილი შედეგების მიღწევაში.
განაცხადის სტატუსი:
ყველა დარეგისტრირებული სესიის ავტორი მიიღებს შეტყობინებას განაცხადის სტატუსის შესახებ, მიუხედავად იმისა განაცხადი შეირჩა თუ არა კონფერენციის პროგრამისთვის.
კომისიის მიერ შერჩეული თემის ავტორები შეძლებენ სხვა სესიებს დაესწრონ, როგორც მონაწილეები. ხოლო ის დარეგისტრირებული სესიის ავტორი რომლის თემაც ვერ გაივლის მოდერაციას, კოფერენციაზე მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში თავიდან უნდა დარეგისტრირდეს როგორც მონაწილე, მაშინ როდესაც მონაწილეთა რეგისტრაცია გამოცხადდება.
დამატებითი ტექნიკური ან სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა სესიისთვის:
განაცხადის ფორმაში, შესაბამის გრაფებში აღწერეთ საჭიროებები, რომლებიც სესიის ჩასატარებლად გჭირდებათ. კონფერენციის ორგანიზატორები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ სესიისთვის სასურველ გარემოს.
პოსტერების მომზადება:
პოსტერების სესიის მომზადებისა და პოსტერის წარმოდგენის ფორმასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე დასწრებას შეძლებენ ის პირები, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს, როგორც მომხსენებლებმა და განაცხადის გრაფაში „სესიის ფორმატი“ ჩამოსაშლელი მენიუდან შეარჩიეს „პოსტერების სესია“ და მათი თემა შერჩეული იქნა შეფასების კომისიის მიერ.
საცხოვრებელი სივრცით უზრუნველყოფა - კონფერენცია არ ითვალისწინებს კონფერენციის მომხსენებლების საცხოვრებელი სივრცით უზრუნველყოფას.
მომხსენებლის პაკეტი მოიცავს:
იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ
მიყევით ბმულს