მასწავლებელთა ისტ ტრენინგების პროგრამა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციას მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ტრენინგების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
პროგრამის მიზანია:
- მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების გზით.

- სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა ისტ-ში მომზადებული მასწავლებლების რესურსის გააქტიურების, მათში დაგროვილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში თანმიმდევრული გამოყენების ხელშეწყობის, ასევე სკოლის დირექციის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის გზით.

- ქართულენოვანი ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნა და გამოყენების პოპულარიზება ისტ-ის სასწავლო პროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად.

ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ ცენტრის ვებგვრდზე 

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს