რატომ უნდა დარეგისტრირდეთ

ეძებთ ახალ გზებს, მეთოდებს ან თუნდაც ადამიანებს ინოვაციების მისაღებად ან საკუთარი მიგნებების გასაზიარებლად? გიტაცებთ სიახლეები, ექსპერიმენტები, ახალი შეხვედრები და მეგობრები პროფესიული ქსელებიდან? გსურთ სწავლისადმი ინტერესი, აღმოჩენების კეთების სურვილი და ცნობისმოყვარეობა გაუღვივოთ თქვენს მოსწავლეებს? მაშინ ეს კონფერენცია ზუსტად თქვენთვისაა. 

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია ერთ სივრცეში უყრის თავს სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ტექნოლოგიები და სჯერათ მისი განათლების სისტემაში დანერგვით გამოწვეული პოზიტიური ცვლილებების. 

კონფერენციაში მონაწილეობით თქვენ:  

  • ჩაერთვებით ინოვაციებით გაჯერებულ 2-დღიან პროფესიულ სასწავლო გარემოში;
  • მოისმენთ ქართველი და უცხოელი მოწვეული ექსპერტების მოხსენებებს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციებისა და საგანმანათლებლო სივრცეში განპირობებული ცვლილებების შესახებ;
  • ათეულობით სესიიდან შეარჩევთ და დაესწრებით თქვენთვის საინტერესო სესიებს საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ;
  • გაეცნობით უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევების, ახალ გაჯეტებსა თუ აპლიკაციებს სასწავლო პრაქტიკაში დასანერგად;
  • მონაწილეობას მიიღებთ საგანამანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენაში სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით;
  • გაეცნობით ინოვაციურ პროექტებსა და სკოლაში ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებულ გამოცდილებას პოსტერების სესიაზე;
  • საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის ადგილზე დემონსტრირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ეწვევით სკოლას;
  • გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ თქვენს ინტერესებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სწავლების შესახებ;
  • მონაწილეობას მიიღებთ სახალისო და სამახსოვრო კონკურსებში, საჩუქრად მიიღებთ პრიზებს კონფერენციის სპონსორებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან.

ყველა მონაწილეს კონფერენციის სასაჩუქრე ჩანთა გადაეცემა სხვადასხვა სამახსოვრო პროდუქციით.

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს