დამატებითი მენიუ

ელ.ფოსტის გამოწერის ინფორმაცია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციას მართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ცენტრის უმთავრესი მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით.

2008 წლიდან ცენტრი თავის საქმიანობას ორი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს:

  • მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარება;
  • კვალიფიციური კადრების მოზიდვა, მათი მომზადებისა და პროფესიაში შენარჩუნების ხელშეწყობა.

მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის ცენტრი ატარებს გრძელვადიან და მოკლევადიან ტრენინგებს ყველა საგანსა და პროფესიულ უნარებში. ასევე ტარდება პროფესიული განვითარების ტრენინგები დირექტორებისთვის და სკოლების ადმინისტრაციებისთვის. გარდა ამისა იმართება სემინარები და კონფერენციენციები, რომლებშიც პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულები.

ცენტრი ასევე ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს:

 

  • ასწავლე საქართველოსთვის-მაღალმთიან რეგიონებში კვალიფიციური კადრების გაგზავნა;
  • ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა-ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა;
  • მაძიებლობის პროგრამა-დამწყები მასწავლებლებისთვის პედაგოგის პროფესიაში შესვლის ხელშეწყობა;
  • ინკლუზიური განათლება-შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობა;
  • ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად-ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით სკოლებში ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანა;
  • ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის-არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის განვითარების ხელშეწყობა;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა-სერტიფიცირებული მასწავლებლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა;
  • სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროგრამა (მიმდინარეობს პილოტირება)-მასწავლებლების მიერ სკოლის ბაზაზე მათი საჭიროებების დადგენა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

 

გარდა ამისა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შექმნილი აქვს მასწავლებლის, დირექტორის, პროფესიული სასწავლებლის პედაგოგის და მაძიებლის სტანდარტები, ასევე ეთიკის კოდექსები.

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს