მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ყოველწლიური, რიგით მეოთხე, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის ჩატარება 250 მონაწილესათვის. კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.
კონფერენციის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ - მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, IT მენეჯერები, სკოლის ინფორმაციული მენეჯერები, ისტ ტრენერები, ისტ კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, ისტ და განათლების ექსპერტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები.
კონფერენციის განხორციელების თარიღი: 16-17 დეკემბერი.
სრული ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებსაიტზე: getc.ge
იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ
მიყევით ბმულს