დამატებითი მენიუ

სიახლეები

კონფერენციაზე მომხსენებლად რეგისტრაცია 2 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი

კონფერენციაზე მომხსენებლად რეგისტრაცია 2 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი

კონფერენციაზე მომხსენებლად გამოსვლის მსურველებს გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ საიტზე: http://getc.ge/ge/register  ოქტომბრიდან-22 ოქტომბრის ჩათვლით 

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში ვეძებთ პრეზენტაციებს, რომლებიც:

  • წარმოაჩენს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობას;
  • გაზრდის მონაწილეების ცოდნას ტექნოლოგიებსა და შესაბამის სასწავლო მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • ხელს შეუწყობს მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციაში საგანმანათლებლო ლიდერის უნარების განვითარებას;
  • მონაწილეებს გააცნობს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს ციფრული ეპოქის შესაბამისი სწავლების დანერგვისთვის;
  • პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე წარმოაჩენს თუ როგორ შეიძლება ისტ-ისა და საგნობრივი სტანდარტების მიღწევა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დახმარებით;
  • კონფერენციის მონაწილეებს საგანმანათლებლო სფეროში ტექნოლოგიების ინტეგრირების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ინსტრუმენტებს გააცნობს.

წარმოდგენილ მოხსენებებს შეფასების კომისია განიხილავს და შეარჩევს მათ შორის ისეთებს, რომლებიც ყველაზე მეტად პასუხობს შემდეგ კრიტერიუმებს: 

  • თემის მიზნობრიობა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ჭრილში
  • თემის საგანმანათლებლო მნიშვნელობა და შესაბამისობა კონფერენციის მიმართულებებთან
  • ტექნოლოგიების გამოყენების მიზნობრიობა
  • წარმოდგენილი იდეის/ინფორმაციის/მოდელის პრაქტიკაში დანერგვისა და გავრცელების შესაძლებლობა
  • მომხსენებლის ცოდნა და გამოცდილება თემასთან მიმართებაში. 

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია მომხსენებლებისთვის -http://getc.ge/ge/momxseneblebistvis

27.09.2017

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს