სესიის დეტალური გვერდი

სესიის მომხსენებელი

თეა ლუარსაბიშვილი

სესიის თანამომხსენებელი

თემატური მიმართულება

სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში

საგანი (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

ინგლისური ენა ,

სესიის თემა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

1:1 ელექტრონული სწავლების სტრატეგია და დანერგვა , მობილურით სწავლება , მულტიმედია რესურსები ,

სამიზნე აუდიტორია (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები , საბაზო საფეხურის მასწავლებლები , საშუალო საფეხურის მასწავლებლები ,

სესიის ფორმატი

პრეზენტაცია

სწავლების საფეხური

დაწყებითი , სხვა ,

სესიის სათაური

თანამედროვე ტექნოლოგიები თანამედროვე განათლებისათვის

სესიის მოკლე აღწერა

სესიაზე ხაზგასმული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენებისა და მიზნობრიობის საკითხი. წარმოდგენილი იქნება აუდიო და ფოტო მასალა. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას რამდენიმე საიტის შესახებ რომლებსაც შემდგომში აქტიურად გამოიყენებენ როგორც რესურსების მოძიების საშუალებას. სესიაში ჩაერთვება მე–8 კლასელი მოსწავლე რომელიც ისაუბრებს ტექნოლოგიების პრიორიტეტულობაზე და ასევე წარმოგვიდგენს მის მიერ ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების ამსახველ ფოტო და აუდიო მასალას. ძირითადი აქცენტი გაკეთდება სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონის გამოყენების სიმარტივესა და პრაქტიკულობაზე.

სესიის განსაკუთრებული გარემოებები

სესიის თანაწამყვანი იქნება სკოლის მოსწავლე

საკვანძო სიტყვები

ინგლისური,პრაქტიკულობა,ინოვაცია,ჩართულობა,თანამშრომლობა,კონცენტრაცია,ინფორმირება,თანამედროვეობა

ვებ-გვერდის მისამართი

ისტ სტანდარტი

მიმართულება: ციფრული საშუალებების მართვა (ტექნიკური კომპეტენციები). ბ.ა) კოპიუტერული მოწყობილობის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა; ძირითადი პერიფერიული მოწყობილობების - მაუსის, კლავიატურის, მონიტორის, პრინტერის, სკანერის, პროექტორის გამოყენება. ძირითადი და

სხვა საგნის სტანდარტი

ინგლისური ენის სტანდარტი უცხ.დ.IV.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიებისუცხ.დ.IV.14. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან. უცხ.დ.IV.15. მოსწავლეს შეუძლია უცხო და მშობლიური კულტურული და სოციოკულტურული გარემოს ე

როგორ პასუხობს სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას

სესიაზე განხილული მეთოდური ნაწილი სრულიად ასახავს წარმოდგენილი საგნობრივი სტანდარტის მიღწევაში ციფრული ტექნოლოგიების როლს.

გთხოვთ მონიშნეთ გრაფა, იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ფასიანი პროდუქცია/სერვისი

არა

ისტ უნარების დონე

საშუალო დონის მომხმარებელი

წინარე ცოდნა

ტექნოლოგიების ცოდნა საშუალო დონეზე.

სესიის ხანგრძლივობა

ერთი საათი

სესიის გარემო

გსურთ გადავიღოთ სესია?

კი

ვირტუალური პრეზენტაცია

კი

ტექნიკური მოწყობილობა

მო ტელეფონი, ლეპტოპი, პროექტორი, დინამიკები , ინტერნეტი

სესიის შინაარსი

მიზანი და ამოცანები

სესიის შინაარსი შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მულტიმედია საშუალებების აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესებში. რაც მიზნად ისახავს ციფრული კულტურის დამკვიდრების მიზნობრიობისა და საჭიროებების ნათლად დანახვას. სესიის ამოცანაა გამოცდილების გაზიარებას კონფერენციის მონაწილეებს შორის, ახალი კონტაქტების დამყარებას, მიღებული სასარგებლო ინფორმაციის პრაქტიკაში დანერგვას. ასევე თანამომხსენებელი (მოსწავლე) მიიღებს ახალ გამოცდილებას.

სესიის მონახაზი

სესია გაგრძელდება 45 წუთი. .შესავალი- მისალმება/ტექნოლოგიები 21 საუკუნის გამოწვევა თუ აუცილებლობა. 2წთ. . ტექნოლოგიები როგორც ჩვენი დამხმარე და მასწავლებელი 1წთ . რომელ უნარ ჩვევებს ანვითარებს ტექნოლოგიების გამოყენება მასწავლებლებსა და მოსწავლეებში. 3წთ . რატომ არის ტექნოლოგიების გამოყენება აუცილებელი საკლასო ოთახში 4წთ (მულტიმედია რესურსები) მოხდება რამდენიმე საიტის დემონსტრირება და სესიის მონაწილეთათვის მათი გაზიარება, წარმოდგენილი იქნება როგორც სახალისო ვიდეო მასალების მოსაძიებელი(დაწყებითი კლასებისათვის) ასევე ინგლისური ენის ყველა მიმართულების (კითხვა, წერა, მოსმენა, საუბარი) საჭირო რესურსების მოსაძიებელი საიტები რომლებიც სესიის მონაწილე ყველა მსურველს მომხსენებლის მიერ გადაეგზავნება ელ.ფოსტაზე. 5 წთ. მობილურით სწავლება . მობილურით სწავლების სიმარტივე და პრაქტიკულობა 1წთ . როგო ვიყენებ სასწავლო პროცესში და რაში მეხმარება( აქ ჩაერთვება მოსწავლე და ისაუბრებს თუ როგორ და რისთვის იყენებს მობილურ ტელეფონს სწავლის დროს) 10წთ. . dropbox.com პრეზენტაცია (ეს გახლავთ ვიდეო, ფოტო და ფაილების ფოლდერი რომელიც მომენტალურად შეგიძლიათ გააზიაროთ კლასში რათა ყველამ დაინახოს საკუთარ ტელეფონებში)4 წთ. სესიის ბოლო 15 წუთი დაეთმობა კითხვა პასუხს მომხსენებლის, თანამომხსენებლისა და მონაწილეებს შორის.

გამოყენებული ლიტერატურა

რაიმე სახის კონკრეტული ლიტერატურა არ არის გამოყენებული

მომხსენებლის გამოცდილება თემასთან მიმართებაში

მუშაობის დაწყების დღიდან აქტიური შეხება თემასთან დაკავშირებულ საკითხებთან.

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს