სესიის მომხსენებელი
ხათუნა შედანია |
სესიის თანამომხსენებელი |
თემატური მიმართულება
სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში |
საგანი (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
საზოგადოებრივი მეცნიერებები , ისტ , |
სესიის თემა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
1:1 ელექტრონული სწავლების სტრატეგია და დანერგვა , ელექტრონული ინსტრუმენტები/რესურსები , ინოვაციური სასწავლო გარემო , მულტიმედია რესურსები , |
სამიზნე აუდიტორია (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები , საბაზო საფეხურის მასწავლებლები , |
სესიის ფორმატი
პრეზენტაცია |
სწავლების საფეხური
საშუალო , საბაზო , |
სესიის სათაური
ინოვაციური სასწავლო გარემო |
|
სესიის მოკლე აღწერა
მასწავლებლის მიერ სიტუაციის შესაბამისად ადაპტირებული,სასწავლო ტექნოლოგიით გამრავალფროვნებული გაკვეთილის ჩატარება...ჩემი მოხსენებით მინდა ჩემი პრაქტიკული გამოცდილება მივიტანო კოლეგებამდე, გავაცნო ის ათეულობით პროგრამები, სხვა კუთხით დავანახო ისინი, როგორც არა მხოლოდ საჩვენებელი გაკვეთილისთვის ან თუნდაც კრედიტქულის მოსაპოვებლად გაკეთებული, არამედ პრაქტიკულად გამოყენებადი , თუმდაც ფეისბუკის დახურული ჯგუფის ფარგლებში, სადაც მხოლოდ ჩემი მოსწავლეები მყავს გაწევრიანებული. ასევე ის საინტერესო პოსტები,(ვიქტორინა, ანკეტა, დღის შეკითხვა და სხვ.) რომელიც ქვეყნდება ყოველდღიურ რეჟიმში ჯგუფში. |
|
სესიის განსაკუთრებული გარემოებები | |
საკვანძო სიტყვები
ანიმაცია,animaker.com,animoto.com,powtoon.com,animated vodeos,animated prezentation,prezi.com,goanimate.com,სასწავლო გარემო,animoto |
|
ვებ-გვერდის მისამართი
https://prezi.com/v1xm2d47xi7m/untitled-prezi/?utm_campaign=share&utm_medium=copy |
|
ისტ სტანდარტი
3.2. იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა გამოწვევებზე და სასწავლო ამოცანებზ4.1. აცნობიერებს ელექტრონული კომუნიკაციის შესაძლებლობებსე4.2. მუშაობს კოლაბორაციულად, უზიარებს/ცვლის ინფორმაციას |
|
სხვა საგნის სტანდარტი | |
როგორ პასუხობს სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) “მიეკუთვნება, ეგრეთ წოდებულ, გამჭოლ სასწავლო პრიორიტეტებს”, აქედან, “ისტ-ის სწავლება არ მოიაზრება სასწავლო დისციპლინებიდან დამოუკიდებლად, მათი კონტექსტისგან განცალკევებით. ისტ-ის სასწავლო გეგმის რეალიზება უნდა მოხდეს ყოველ ცალკეულ სასწავლო დისციპლინაში. ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია ძირითადი სასწავლო დისციპლინების ერთმანეთთან ეფექტური ინტეგრაცია” |
|
გთხოვთ მონიშნეთ გრაფა, იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ფასიანი პროდუქცია/სერვისი
არა |
|
ისტ უნარების დონე
საშუალო დონის მომხმარებელი |
|
წინარე ცოდნა
საოფისე კომპიუტერული პროგრამები, სხვადასხვა ანიმაციური პროგრამები, |
|
სესიის ხანგრძლივობა
ერთი საათი |
სესიის გარემო
Windows ოპერაციული სისტემა |
გსურთ გადავიღოთ სესია?
კი |
|
ვირტუალური პრეზენტაცია
არა |
|
ტექნიკური მოწყობილობა |
სესიის შინაარსი
მიზანი და ამოცანები
დღეისათვის სკოლებში აქტიურად ინერგება ისტ ტექნოლოგიების ინტეგრირება სხვა საგნების სწავლების პროცესში. მინდა ჩემი მაგალითით ვუამბო მასწავლებლებს, თუ როგორ ადვილად მოვახერხე დავუფლებოდი სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს და როგორ მოვახდინე მათი გამოყენება სასწავლო პროცესში,ასევე მოსწავლეების ჩართვა მულტიმედიური პროგრამების გამოყენებით სხვადასხვა საინტერესო ციფრული რესურსების შექმნაში. |
სესიის მონახაზი
მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება ყველა მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ზოგი ფლობს ამ უნარებს, ბევრი კი დღემდე ვერა.მახსოვს რამდენიმე წლის წინ როგორი ემოციებით და აღფრთოვანებით უყურებდნენ ჩემი მოსწავლეები DVD დისკს, რომელიც ჩავურთე მათ ისტორიის გაკვეთილზე და ვაჩვენე ანიმაცია თემაზე ,,მოგზაურობა ისტორიაში'', სადაც ჯადოქარ ზაუტასა და კომპიუტერული ხრიკების დახმარებით ფილმის მთავარი გმირები ნინი და დათა საქართველოს გარდასულ საუკუნეთა ისტორიის მოწმენი ხდებოდნენ და თვითონაც აქტიურად ერთვებოდნენ მასში. სწორედ ამ ანიმაციამ მომცა იმპულსი მეფიქრა და მეძებნა ინტერნეტსივრცეში ისეთი პროგამები, რომელიც თავად მომცემდა საშუალებას შემექმნა ასეთი რესურსები.მას შემდეგ წლები გავიდა და დღეს ბევრი კომპიუტერული პროგრამა ავითვისე და ვიყენებ ამ დანიშნულებით, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღეს ყველა სკოლაში არის შესაბამისი პირობები იმისათვის, რომ მასწავლებელს ქონდეს საშუალება, თავისი ელექტრონული რესურსები, რომელსაც დიდი სიყვარულით და ენთუზიაზმით ქმნის, მიიტანოს ყოველდღიურ რეჟიმში ადრესატამდე. ინდიგო ბავშვები– ასეთი ბავშვებისთვის მონოტონური, ერთფეროვანი და ტრადიციული გაკვეთილი რა თქმა უნდა უინტერესო იქნება, თუ საქმეში დაინტერესება არა გაქვს და ეს მოტივაციაზეც არ აისახა, ბუნებრივია შედეგი ვერ იქნება როგორც მინიმუმ კარგი, აღარაფერს ვამბობ საუკეთესოზე.მე არა მაქვს სკოლაში კეთილმოწყობილი სასწავლო გარემო, ვერ ვატარებ გაკვეთილებს კომპიუტერულ ლაბორატორიაში, არ მაქვს პროექტორი, მაგრამ მაქვს სურვილი, კომპეტენცია და ენთუზიაზმი, მივიტანო მოსწავლეებამდე ჩემი ციფრული რესურსები. ჩავატარო სწორედაც რომ 21-ე საუკუნის შესაბამისი და შესაფერი გაკვეთილი. ამიტომაც გადავწყვიტე, მანამ სანამ მექნება კეთილმოწყობილი სასწავლო აგრემო, პროექტორით, კომპიუტერებით, სმარტდაფით თუ სხვა სიკეთეებით, ახლა, ამჟამად და ამ ვითარებაში გავააქტიურო ჩემი რესურსები, შევძინო მათ სიცოცხლე, ინტერაქტიურობა. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გამოვიყენო ონლაინ მოსწავლეებთან ურთიერთობისას. ჩემი მოხსენებთ მინდა ჩემი პრაქტიკული გამოცდილება მივიტანო კოლეგებამდე, გავაცნო ის ათეულობით პროგრამები, სხვა კუთხით დავანახო ისინი, როგორც არა მხოლოდ საჩვენებელი გაკვეთილისთვის ან თუნდაც კრედიტქულის მოსაპოვებლად გაკეთებული, არამედ პრაქტიკულად გამოყენებადი ფეისბუკის დახურული ჯგუფის ფარგლებში. ასევე ის საინტერესო პოსტები,(ვიქტორინა, ანკეტა, დღის შეკითხვა და სხვ.) რომელიც ქვეყნდება ყოველდღიურ რეჟიმში ჯგუფში. PREZI. საპრეზენტაციო პროგრამაში მაქვს გაკეთებული პრეზენტაცია, რომელსაც გამოვიყენებ მოხსენებისას. დრო–15 წუთი. |
გამოყენებული ლიტერატურა
ICT.TPDC.GE , ეროვნული სასწავლო გეგმა, |
მომხსენებლის გამოცდილება თემასთან მიმართებაში
მაქვს რაიონულ კონფერენციებში მოხსენებლად მონაწილეობის გამოცდილება,მაქვს ელექტრონული პორტფოლიო, სადაც სხვა მასალებთან ერთად განთავსებული მაქვს სხვადასხვა ელექტრონული რესურსები. |
იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ
მიყევით ბმულს