სესიის მომხსენებელი
ნათია ბეჟიტაძე |
სესიის თანამომხსენებელი |
თემატური მიმართულება
სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში |
საგანი (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
ბუნებისმეტყველება , სხვა , |
სესიის თემა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
დიფერენცირებული სწავლება , თამაშები და სიმულაციები , წიგნიერება ციფრულ ერაში , |
სამიზნე აუდიტორია (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
საშუალო საფეხურის მასწავლებლები , სკოლის ინფორმაციული მენეჯერები , |
სესიის ფორმატი
პრეზენტაცია |
სწავლების საფეხური
საშუალო , |
სესიის სათაური
ციფრული ქიმია |
|
სესიის მოკლე აღწერა
სხვადასხვა თაობის ზრდასრული ადამიანებისთვის ქიმია ჯადოქრობის ზღვარზე მყოფ, მოსაწყენ და გაუგებარ საგნად რჩება. გულდასაწყვეტია! არადა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები შეისწავლის ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემოა, რისგანაც შედგება სამყარო. ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეს გავუღვიძოთ ამ მეცნიერებების ღრმად შესწავლის ინტერესი, დავანახოთ ეს საგნები იმ კუთხით, საიდანაც უფრო მიმზიდველია. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას, მათ ჩართვას სწავლის პროცესში და საკითხების უკეთ გაგებას. სწავლა ამ ტექნოლოგიების საშუალებით უფრო მიმზიდველია. საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში ექსპერიმენტი წარმოადგენს სწავლების მთავარ ნაწილს. კვლევები შეუძლებელია ექსპერიმენტების ჩატარების გარეშე. თუმცა, საკლასო ოთახში ჩატარებული ექსპერიმენტი ყოველთვის დაკავშირებულია დანახარჯებთან. დაახლოებით 30 მოსწავლიან კლასში, თუ თითოეული მოსწავლე დამოუკიდებლად ან თუნდაც მცირე ჯგუფებში ჩაატარებს ცდებს, ბუნებრივია საჭირო იქნება გარკვეული დანახარჯების ამავე დროს, დამატებითი სირთულეები დაკავშირებულია მავნე ნივთიერებების გამოყენების რისკთან. ეკრანზე ექსპერიმენტის დემონსტრირება კი გაცილებით მარტივი და თვალსაჩინოა. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიები აიოლებენ დასახული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების ეფექტურ რეალიზებას. ქიმიის გაკვეთილზე კოლორადოს უნივერსიტეტის ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დაინახონ და შეისწავლონ ატომთა აგებულება, რაც შეუძლებელია სახელმძღვანელოსა და ტაბულებზე მოცემული სურათებით; აქვეა თამაშები, რაც სახალისოს ხდის სწავლის პროცესს და მოსწავლეები ადვილად იმახსოვრებენ ახალ მასალას. შესანიშნავია ათვისებული ცოდნის დონის ოპერატიულად დადგენის მიზნით ტესტური დავალებების შესაქმნელად. ლექციური ტიპის გაკვეთილებზე ისტ-ი თვალსაჩინოებაა, სლაიდშოუ გაკვეთილის პროცესს უფრო ნათელსა და თვალსაჩინოს ხდის, ხელს უწყობს ცოდნის სისტემაში მოყვანას, უზრუნველყოფს ათვისების მაღალ დონეს. პრეზენტაციის ბოლო სლაიდზე სასურველია განთავსდეს საკონტროლო კითხვები და ამოცანები, რაც ხარვეზების დროულ აღმოჩენას და მთავარი საკითხების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. პრაქტიკულ გაკვეთილებზე – ვირტუალური ლაბორატორიაა, ცოდნის შემოწმების ეტაპზე – ტესტირებისა და შეცდომების ანალიზის საშუალება. ამისთვის ვიყენებთ ვირტუალურ საკლასო ოთხს - Edmodo. მასალის ახსნისას ხმოვანი ანიმაციების, მოძრავი ნახატებისა და ვიდეოფრაგმენტების გამოყენება იწვევს მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებას და ერთდროულად ააქტიურებს ინფორმაციის მიღების რამდენიმე არხს (სმენითს, მხედველობითს, კინესთეტიკურს), რაც საშუალებას გვაძლევს, გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურება. გაკვეთილი ხდება თვალსაჩინო, გასაგები, საინტერესო და სახალისო თითოეული მოსწავლისათვის. ქიმიის უკეთ შესწავლას ხელს უწყობს კვლევაზე დაფუძნებული სწავლება. ამიტომ 123-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები ხშირად აკეთებენ პროექტებს. პროექტის მიზანია მოსწავლეები გახდნენ მაძიებელნი, ისწავლონ თანამშრომლობა, გახდნენ პრეზენტაბელურნი, შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. |
|
სესიის განსაკუთრებული გარემოებები | |
საკვანძო სიტყვები
თანამედროვე ტექნოლოგიები,ვირტუალური ლაბორატორიები,პრეზენტაცია,ექსპერიმენტი |
|
ვებ-გვერდის მისამართი | |
ისტ სტანდარტი | |
სხვა საგნის სტანდარტი
კვლ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით .კვლ.X.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხ |
|
როგორ პასუხობს სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას
საშუალო საფეხურზე სიმულაციების გამოყენებით მოსწავლეები ეუფლებიან ატომის აგებულებას, შეუძლიათ ვირტუალურ სივრცეში რეაქციის გათანაბრება, რაოდენობრივი გამოთვლების საშუალებით ცდების ჩატარება, რეაქციების რეაგენტებისა და პროდუქტების მოდელების შექმნა კომპიუტერში, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. |
|
გთხოვთ მონიშნეთ გრაფა, იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ფასიანი პროდუქცია/სერვისი
არა |
|
ისტ უნარების დონე | |
წინარე ცოდნა
კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა |
|
სესიის ხანგრძლივობა
ერთი საათი |
სესიის გარემო
Windows ოპერაციული სისტემა |
გსურთ გადავიღოთ სესია?
კი |
|
ვირტუალური პრეზენტაცია
არა |
|
ტექნიკური მოწყობილობა |
სესიის შინაარსი
მიზანი და ამოცანები
თანამედროვე ტექნოლოგიოების გამოყენებით მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების ხელშეწყობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია და კავშირი რეალურ სამყაროსთან. ამასთან დაკავშირებით, საკუთარი პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის. |
სესიის მონახაზი
პრეზენტაციის პროცესში მსმენელებს გავუზიარებ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ ვიყენებ ვირტუალურ ლაბორატორიას სწავლების პროცესში. აქტიური ლექციის გამოყენებით მსმენელებს წარვუდგენ კონკრეტულ პრაქტიკულ მაგალითებს, ექსპერიმენტებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებასა და ახალი მასალის უკეთ ათვისებას. |
გამოყენებული ლიტერატურა
http://tpdc.ge/essentials/ |
მომხსენებლის გამოცდილება თემასთან მიმართებაში
10 წელია ვმუშაობ ქიმიის მასწავლებლად. |
იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ
მიყევით ბმულს