სესიის დეტალური გვერდი

სესიის მომხსენებელი

მარიამ ზაქარიაშვილი

სესიის თანამომხსენებელი

ირაკლი ჭიჭაშვილი

თემატური მიმართულება

სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში

საგანი (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

ყველა ,

სესიის თემა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

ინოვაციური სასწავლო გარემო , წიგნიერება ციფრულ ერაში ,

სამიზნე აუდიტორია (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები , საბაზო საფეხურის მასწავლებლები , საშუალო საფეხურის მასწავლებლები , უნივერსიტეტის წარმომადგენლები ,

სესიის ფორმატი

პრეზენტაცია

სწავლების საფეხური

დაწყებითი , საშუალო , საბაზო , უნივერსიტეტი ,

სესიის სათაური

ციფრული სასწავლო გარემო „ციფრულ აბორიგენებს“ - iSpring Suite ტექნოლოგია.

სესიის მოკლე აღწერა

ნაშრომი წარმოადგენს iSpring-Suite პროგრამულ გარემოში ინტერაქტიური ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის, სასწავლო კურსის აგების, განთავსების, ვირტუალური ურთიერთობისათვის სასწავლო გარემოში მათი დანერგვის მეთოდოლოგიას პროექტის ფარგლებში „სკოლა ღრუბლებში“

სესიის განსაკუთრებული გარემოებები

მომხსენებელს პრეზენტაცია აქვს გაკეთებული იგივე ან მსგავს თემაზე საერთაშორისო კონფერენციაზე

საკვანძო სიტყვები

iSpring Suite - E-learning Software ტექნოლოგია; სასწავლო ინტერაქტიური კურსი; ციფრული სასწავლო გარემო; „ციფრული აბორიგენები“; „სკოლა ღრუბლებში“

ვებ-გვერდის მისამართი

ისტ სტანდარტი

სხვა საგნის სტანდარტი

როგორ პასუხობს სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას

გთხოვთ მონიშნეთ გრაფა, იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ფასიანი პროდუქცია/სერვისი

არა

ისტ უნარების დონე

ყველა

წინარე ცოდნა

კომპიუტერული უნარ-ჩვევები

სესიის ხანგრძლივობა

ერთი საათი

სესიის გარემო

ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობა

გსურთ გადავიღოთ სესია?

არა

ვირტუალური პრეზენტაცია

კი

ტექნიკური მოწყობილობა

სესიის შინაარსი

მიზანი და ამოცანები

XXI საუკუნე ციფრულ საუკუნედ მოიაზრება... ციფრულ საუკუნეს ციფრული თაობა და უამრავი გამოწვევა მოყვა საგანმანათლებლო სივრცეში. საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრაცია საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორი გახდა. როგორ ვასწავლოთ „ციფრული ეპოქის აბორიგენებს“? - საგანმანათლებლო სივრცეში კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ნებისმიერი წარმატებული სასწავლო დაწესებულებისათვის აქტუალურია. სესიის მთავარი მიზანი, სწორედ აუდიტორიისათვის ინტერაქტიური ციფრული რესურსის აგების ტექნოლოგიისა და სასწავლო ტრადიციულ გარემოში მისი დანერგვის მეთოდოლოგიის გაცნობაა. სესიის ამოცანებია: გააცნოს აუდიტორიას • iSpring Suite E-learning Software გარემოს ძირითადი კომპონენტები და სამუშაო პრინციპები; • აღნიშნულ გარემოში საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსის, სასწავლო კურსის აგების ტექნოლოგია, რაც ითვალისწინებს: ინტერაქტიური ელემენტების (ტესტის, წიგნის, კატალოგის, დიალოგის, დროის შკალის), ასევე მზაობიექტების (ვიდეო რესურსის, ტესტის, გრაფიკული ობიექტების, ინტერაქტიული ელემენტების, დიალოგის), ჩართულობას სასწავლო კურსის სტრუქტურაში; პრეზენტაციაზე ვიდეო-აუდიო განხილვის დამატებას; ონლაინ-ტესტირების აგებას. • მიღებული პროდუქტის შეფუთვა-პუბლიკაცია HTML5, Flash, EXE შესრულებად და LMS (SCORM, AICC, IMS, BlackBoard, Experience API ) ფორმატებში. • აგებული სასწავლო რესურსის განთავსებისა და გამოყენების მეთოდოლოგია Moodle სასწავლო ელექტრონული სწავლების მართვის სისტემაში, ასევე მისი როგორც სასწავლო-მეთოდური მასალის გამოყენების მეთოდოლოგია სააუდიტორიო მუშაობაში. • აგებული მოდელის დანერგვის მეთოდოლოგია და სწავლის შედეგები კვლევითი სახის პროექტის ფარგლებში „სკოლა ღრუბლებში“.

სესიის მონახაზი

სესია აუდიტორიას რამდენიმე ნაწილად წარუდგენს ნაშრომს. • მსმენელები დასაწყისში გაეცნობიან ინტერაქტიურ ციფრულ სასწავლო გარემოში სწავლების აქტუალობას (5 წთ.); • გაეცნობიან ინტერაქტიური-ციფრული რესურსის აგების წინმსწრებ პირობებს, Power Point + iSpring Suite E-learning Software პროგრამული გარემოს ძირითად კომპონენტებს, რატომ iSpring Suite?; მოისმენენ თუ რა პრინციპებსა და მეთოდოლოგიას ემყარება საგანმანათლებლო რესურსის, სასწავლო კურსის აგების ტექნოლოგია, რაც ითვალისწინებს: სასწავლო კურსის სტრუქტურაში ინტერაქტიური ელემენტების ჩართულობას; სასწავლო მასალის შეფუთვა-პუბლიკაციას LMS (Learning Management System) და სააუდიტორიო მუშაობის ფორმატებში (15 წთ.); • სასწავლო მეთოდური მოდელის, ნიმუშის მაგალითზე მსმენელები პრაქტიკულად ჩაერთვებიან საგანმანათლებლო რესურსის, სასწავლო კურსის აგების, პუბლიკაციის პროცესში iSpring Suite გარემოში მუშაობისა და LMS - Moodle სივრცეში განთავსების შესწავლის მიზნით (15 წთ.) ; • მსმენელებს პრეზენტაციის სახით წარედგინებათ ინტერაქტიური ციფრული მასალის სწავლების მეთოდოლოგია ტრადიციულ-სააუდიტორიო და LMS – Moodle გარემოში - „სკოლა ღრუბლებში“ (5 წთ.); • სესიის დასასრულს მოხდება სასწავლო პროცესში ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიის გამოყენების აუცილებლობის დასაბუთება ტრადიციულ მეთოდებთან ინტეგრაციის გზით (5 წთ).

გამოყენებული ლიტერატურა

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაზე მომხსენებლის განაცხადის შევსების გზამკვლევი; ინტერნეტ მასალები: https://www.ispringsolutions.com/

მომხსენებლის გამოცდილება თემასთან მიმართებაში

ინტერაქტიური სასწავლო ციფრული მოდელი აგებულია ჩემს მიერ და იყენებენ მასწავლებლები, ასევე სტუდენტები, როგორც დამხმარე პრაქტიკულ, საცნობარო თვითმასწავლებელს ელექტრონული რესურსის, სასწავლო კურსის აგებისას. ელექტრონული ვიდეო-აუდიო სასწავლო მოდელი შექმნილი მაქვს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის, ელექტრონული პრეზენტაციის აგების ტექნოლოგიის შესწავლისათვის. ციფრულ სასწავლო გარემოს, როგორც ინოვაციურ პედაგოგიურ ტექნოლოგიას, აქტიურად ვიყენებ სასწავლო პროცესში. ჩემი პედაგოგიური მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ელექტრონული სწავლების ინოვაციური სტრატეგიების შესწავლა და დანერგვა სასწავლო პროცესში, რაც ასახულია სხვადასხვა კონფერენციებზე წარდგენილ სტატიებში.

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს