სესიის დეტალური გვერდი

სესიის მომხსენებელი

ნათია შევარდენიძე

სესიის თანამომხსენებელი

თემატური მიმართულება

სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში

საგანი (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

მათემატიკა , ინგლისური ენა , სხვა ,

სესიის თემა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

ელექტრონული ინსტრუმენტები/რესურსები ,

სამიზნე აუდიტორია (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

საბაზო საფეხურის მასწავლებლები , საშუალო საფეხურის მასწავლებლები ,

სესიის ფორმატი

ლექცია

სწავლების საფეხური

საშუალო , საბაზო ,

სესიის სათაური

ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაციები სასწავლო პროცესში

სესიის მოკლე აღწერა

სესია მოიცავს კონკრეტული გაკვეთილის განხილვას, რომელიც შექმნილია sway.com- ის გამოყენებით, ამ რესურსის უპირატესობების წარმოჩენას და მისი გამოყენების სხვადასხვა გზების განხილვას. გაკვეთილი შექმნილია მაიქროსოფტის პორტალზე სკაიპ გაკვეთილის სახით და შესაბამისად სესიის განმავლობაში მისი ამ მხრივ საერთაშორისო მასშტაბით გამოყენების შესაძლებლობებზეც გაკეთდება აქცენტი.

სესიის განსაკუთრებული გარემოებები

სესიაზე წარმოდგენილი იქნება თემა/პროექტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას

საკვანძო სიტყვები

ონლაინ პრეზენტაცია,ინტერაქტიული გაკვეთილი,მაიქროსოფტი,სკაიპ გაკვეთილი

ვებ-გვერდის მისამართი

www.sway.com

ისტ სტანდარტი

2. მოსწავლე იყენებს ისტ-ს ტექსტებთან, გამოსახულებებთან და აუდიო მასალასთან მუშაობისას, საკუთარი იდეების გადმოსაცემად. 3. მოსწავლეს გააზრებული აქვს ციფრული მოწყობილობის მართვის ძირითადი ხერხები და ირჩევს შესაბამის მოწყობილობას სასურველი შედეგის მისაღებად.2

სხვა საგნის სტანდარტი

უცხ.დ.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება , უცხ.დ.V.15. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

როგორ პასუხობს სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას

წარდგენილი გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეები ინდივიდუალურად მუშაობენ სხვადასხვა ისტ.რესურსში, რომელიც ჩაშენებულია sway-პრეზენტაციაში, ისმენენ ვიდეო მასალას, ამოწმებენ საკუთარ ცოდნას და წყვილებში განიხილავენ მოსაზრებებს გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით.

გთხოვთ მონიშნეთ გრაფა, იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ფასიანი პროდუქცია/სერვისი

არა

ისტ უნარების დონე

წინარე ცოდნა

სესიის ხანგრძლივობა

ერთი საათი

სესიის გარემო

ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობა

გსურთ გადავიღოთ სესია?

კი

ვირტუალური პრეზენტაცია

კი

ტექნიკური მოწყობილობა

სესიის შინაარსი

მიზანი და ამოცანები

სესიის მიზანია სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისთვის ამ მრავალფეროვანი ინსტრუმენტის გაცნობა მისი გამოყენების მაგალითის წარდგენის გზით. მაიქროსოფტის პროდუქტების პოპულარიზაცია და მოსწავლეთათვის მისი სარგებლიანობის წარმოჩენა.

სესიის მონახაზი

15 წუთი- მოცემული რესურსის (sway.com) გამოყენებით შექმნილი გაკვეთილის ჩვენება, თითოეული აქტივობის განხილვა. მოცემული რესურსის სხვა ონლაინ საპრეზენტაციო ინსტრუმენტებთან შედარებით უპირატესობის წარმოჩენა. რესურსში ჩაშენებული სხვადასხვა ინსტრუმენტის გაცნობა-დათვალიერება. (playposit.com, flipgrid.com, microsoft forms, padlet.com) 15 წუთი-რესურსის გამოყენების ინსტრუქცია, ონლაინ რეგისტრაციის და პრეზენტაციის შექმნის ნიმუშის ჩვენება. 15 წუთი-რესურსის უპირატესობების , სხვადასხვა საგანში მისი გამოყენების გზების განხილვა. microsoft -ის პორტალზე სკაიპ გაკვეთილების გამოცდილების გაზიარება. 15 წუთი-პრაქტიკული სამუშაო, პატარა პრეზენტაციის მომზადება უკუკავშირის სახით, რა მოეწონათ რესურსში, ლექციაში, რას გამოიყენებდნენ პრაქტიკაში.

გამოყენებული ლიტერატურა

ეროვნული სასწავლო გეგმა, https://sway.com/dB9Nw4zUFbxisTpE?ref=Link

მომხსენებლის გამოცდილება თემასთან მიმართებაში

ამ რესურსის გამოყენებით დაგეგმილი და ჩატარებული მაქვს რამდენიმე გაკვეთილი, პრეზენტაცია. მასში ჩაშენებულ რესურსებსაც აქტიურად ვიყენებ. ვატარებ სკაიპ შეხვედრებს სხავდასხვა ქვეყანასთან და შემიძლია მაიქროსოფტის მრავალფეროვანი შეთავაზებების შესახებ საკუთარი გამოცდილების გაზიარება.

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს