სესიის მომხსენებელი
ნათია კურტანიძე |
სესიის თანამომხსენებელი |
თემატური მიმართულება
სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში |
საგანი (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
ბუნებისმეტყველება , საზოგადოებრივი მეცნიერებები , ისტ , |
სესიის თემა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
თანამედროვე ტენდენციები ტექნოლოგიებში , ინოვაციური სასწავლო გარემო , |
სამიზნე აუდიტორია (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები , საბაზო საფეხურის მასწავლებლები , საშუალო საფეხურის მასწავლებლები , |
სესიის ფორმატი
პრეზენტაცია |
სწავლების საფეხური
დაწყებითი , საშუალო , საბაზო , |
სესიის სათაური
Skype- საკლასო ოთახიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაჭრილი სარკმელი |
|
სესიის მოკლე აღწერა
პრეზენტაციისას ვისაუბრებ სკაიპის გამოყენებაზე სასწავლო პროცესში, microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალის საშუალებით ვირტუალური შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობაზე. |
|
სესიის განსაკუთრებული გარემოებები | |
საკვანძო სიტყვები
skype,ვირტუალური ექსკურსია,შემეცნებითი სასწავლო ტური |
|
ვებ-გვერდის მისამართი
https://education.microsoft.com |
|
ისტ სტანდარტი
ის ტექნ. V.1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.ის ტექნ. V.5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სა |
|
სხვა საგნის სტანდარტი
მეთოდის გამოყენება შესაძლებელია არაერთ საგანში. ამიტომ კონკრეტული საგნის სტანდარტს ვერ გამოვყოფ. |
|
როგორ პასუხობს სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას | |
გთხოვთ მონიშნეთ გრაფა, იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ფასიანი პროდუქცია/სერვისი
არა |
|
ისტ უნარების დონე
გამოცდილი მომხმარებელი |
|
წინარე ცოდნა | |
სესიის ხანგრძლივობა
ერთი საათი |
სესიის გარემო
ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობა |
გსურთ გადავიღოთ სესია?
არა |
|
ვირტუალური პრეზენტაცია
კი |
|
ტექნიკური მოწყობილობა |
სესიის შინაარსი
მიზანი და ამოცანები
მსმენელებმა გაიცნონ skype-ს, როგორც თანამედროვე და ეფექტური სწავლების მეთოდის დადებითი მხარეები, გამოყენების არეალი და ხერხები. გაიგონ , როგორ შეიძლება მისი გამოყენება ვირტუალური ექსკურსიების, საველე მოგზაურობისა და შემეცნებითი ტურების მოსაწყობად. მიიღონ ცოდნა იმის შესახებ, თუ სად შეიძლება მოიძიონ, ნახონ, შეარჩიონ აღნიშნული აქტივობები MICROSOFT-ის საგანმანათლებლო პორტალის საშუალებით. |
სესიის მონახაზი
შესავალი- რის შესახებაა საუბარი მოხსენებაში, რატომაა საინტერესო და რაში დაეხმარება მსმენელს მიღებული ინფორმაცია. სასწავლო შემეცნებითი ვიზიტი, როგორც სწავლების ერთ-ერთი ფორმა-(ესგ, მასწ. პროფესიული სტანდარტი). რატომაა ის მნიშვნელოვანი, რა უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა მისი დაგეგმვისას იმისათვის, რომ ვიზიტი არ იყოს მხოლოდ გასართობი, გამოვიდეს მაქსიმალურად საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი . სასწავლო შემეცნებითი ვიზიტის დადებითი მხარეები. სასწავლო შემეცნებით ვიზიტთან დაკავშირებული პრობლემები- მისი უარყოფითი მხარეები და შესაძლო სირთულეები. ციფრული რესურსები, როგორც ზოგიერთი ამ პრობლემის დასაძლევის საუკეთესო საშუალება. ვირტუალური სასწავლო ტური- ექსკურსია კლასიდან გაუსვლელად- რატომაა ღირებული და ძალზე მოსახერხებებლი ვირტუალური მოგზაურობა, მისი დადებითი მხარეები. skype, როგორც საუკეთესო ინსტრუმენტი , ვირტუალური სასწავლო ვიზიტების მოსაწყობად. Microsoft-ის სასწავლო პორტალი-- უამრავი ვირტუალური ტურის არჩევანი და მოგზაურობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ ,,ექსკურსიებში'': რეგისტრაცია პორტალზე, skype-ის ექაუნთი, ტურის შერჩევა მოსწავლეთა ასაკის, მათი ინტერესებისა და საგნობრივი სტანდარტის გათვალისწინებით, მოთხოვნის გაგზავნა, შესაძლო პასუხები ტურების ავტორებისგან. რა უნარებს უნდა ფლობდეს პედაგოგი, მზადება ვირტუალური სასწავლო ტურისთვის, მიმდინარეობა და მოსალოდნელი სირთულეები... Microsoft-ის პორტალის დახმარებით ჩემ მიერ განხორციელებული ვირტუალური სასწავლო ტურების მაგალითები : • Joshua Tree National Park, კალიფორნია; • ''თუთიყუშები, მოგზაურობა ფერებში''-Zoomarine's park, იტალია; სარგებელი მოსწავლეთათვის- დიდი ინტერესი და გაზრდილი მოტივაცია, საგნობრივი ცოდნა, საკომუნიკაციო, ციფრული და ენობრივი კომპეტენციების განვითარება,მშობელთა ჩართულობა, წელიწადში არაერთი ვირტულური ტური და არანაირი ფინანსური დანახარჯი. სარგებელი მასწავლებლისთვის - როგორ ხდება მისი პროფესიული განვითარება ვირტუალური ტურებისთვის მზადებასა და მათში მონაწილეობისას, ახალი ცოდნა, არსებული ცოდნის გაღრმავება, კოლეგებს შორის თანამშრომლობა. 10-15 წთ |
გამოყენებული ლიტერატურა
ესგ- 2011-2016 წწ |
მომხსენებლის გამოცდილება თემასთან მიმართებაში
ვარ Microsoft-ს ინოვაციური მასწავლებელი ექსპერტი. აღნიშნულ მეთოდს ინტენსიურად ვიყენებ 2016 წლის დასაწყისიდან. |
იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ
მიყევით ბმულს